I. ვოკალი - კლასიკუური მუსიკა, ფოლკლორი, პოპი, ჯაზი, როკი, რეპი, სოული, მიუზიკლი და საავტორო სიმღერები.
1. სოლო;
2. დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი;
3. გუნდი.
I საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი
2026 წლის 21 ნოემბერი · მცხეთა
FROM GEORGIA WITH LOVE
კომპანია “TEAM TRAVEL” და “GEO.FEST.GEORGIA” ატარებს საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსს, რომელიც გაიმართება ქალაქ მცხეთის კულტურის ცენტრში. 2026 წლის 21 ნოემბრს.
მცხეთა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქია. იგი გამორჩეულია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ქრისტიანული კულტურით, არქიტექტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. მცხეთას ხშირად საქართველოს სულიერ ცენტრს უწოდებენ, რადგან სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორია.

მცხეთა მხოლოდ ისტორიული ქალაქი არ არის. იგი საქართველოს წარსულის, ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ნაწილია. აქ სტუმრობისას ადამიანი არა მხოლოდ უძველეს ძეგლებს ათვალიერებს, არამედ ეცნობა იმ ისტორიასაც, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე, კულტურასა და ტრადიციებზე.
მცხეთა ძველი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. საუკუნეების განმავლობაში იგი ქართლის სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით, როდესაც დედაქალაქი თბილისი გახდა, მცხეთამ თავისი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა შეინარჩუნა.
მცხეთა საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული ქრისტიანული კულტურის, მწიგნობრობის, საეკლესიო ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი კერა. მისი ტაძრები და მონასტრები გვიყვება იმ ეპოქებზე, როდესაც ქართველი ოსტატები ქმნიდნენ უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშებს და ამკვიდრებდნენ ქართულ მხატვრულ ტრადიციებს.

აქ სტუმრობის პერიოდში შეგიძლიათ მოუინახულოთ კულტურული მემკვუდრეობის ძეგლები:
სვეტიცხოველი მცხეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი.
ჯვრის მონასტერი მცხეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლია. იგი ქალაქის მახლობლად, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. მონასტრიდან იშლება ულამაზესი ხედი მცხეთაზე, მტკვრისა და არაგვის შესართავსა და მიმდებარე მთებზე.
სამთავროს სამონასტრო კომპლექსი მცხეთის ცენტრში მდებარეობს და საქართველოს ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მცხეთის მონახულებისას მხოლოდ ტაძრების დათვალიერებით არ უნდა შემოიფარგლოს. სტუმარმა დრო უნდა დაუთმოს ქალაქის ძველ ქუჩებსაც, სადაც ისტორიული გარემო თანამედროვე ცხოვრებას ერწყმის.
აქ შეხვდებით სუვენირების მაღაზიებს, ადგილობრივი ხელოსნების ნამუშევრებს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს, ჩურჩხელას, თაფლსა და ღვინის პროდუქციას. შესაძლებელია ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებაც.
მცხეთა ის ქალაქია, სადაც საქართველოს ისტორია მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ იკითხება — ის თვალწინ ცოცხლდება. სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი, ჯვრის მონასტრის სიმშვიდე, სამთავროს ისტორიული გარემო და მტკვრისა და არაგვის შესართავის სილამაზე სტუმარს ქვეყნის წარსულთან აახლოებს.
მცხეთა გვასწავლის, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ძველი შენობები არ არის. იგი ჩვენი წინაპრების რწმენის, ცოდნის, შრომის, შემოქმედებისა და ეროვნული მეხსიერების გამოხატულებაა.

ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვთა და ახალგაზრდულ ჯგუფებს, ასევე ინდივიდუალურ შემსრულებლებს 5 წლიდან და ზევით(ასაკის შეუზღუდავად) შემდეგ კატეგორიებში: ვოკალი, ქორეოგრაფია, ინსტრუმენტული ჟანრები,თეატრალური წარმოდგენა, მოდის თეატრი, საცირკო წარმოდგენა,პანტომიმა, ფოტოგრაფია და მხატვრობა.
A JOURNEY THROUGH GEORGIA WILL LEAVE NO ONE INDIFFERENT
Children’s and youth groups, as well as individual performers aged 5 and above, may take part in the festival.
Categories: choreography, vocal, instrumental performance, theatre, photography, variety/original genre, circus arts, fine arts, decorative and applied arts.
1. სოლო;
2. დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი;
3. გუნდი.
1. სოლო;
2. დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი;
3. ჯგუფები და ანსამბლი.
1. სოლო;
2. დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი;
3. ჯგუფი და ანსამბლი.
თითოეულმა შემსრულებელმა (სოლო, დუეტი, ტრიო და ა.შ.) უნდა წარმოადგინოს ერთი საკონკურსო კომპოზიცია 3 წუთის ხანგრძლივობით,(თუ ვოკალისტს სურვილი აქვს შეასრულოს მეორე კომპოზიცია მაშინ იხდის იგივე თანხას რასაც პირველ კომპოზიციაში) . ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ორი საკონკურსო კომპოზიცია (ერთი და იგივე ჟანრში), თითოეული მაქსიმუმ 6 წუთის ხანგრძლივობით. თუ ჯგუფი შეასრულებს ერთ ხალხურ ცეკვას, ხოლო მეორე - თანამედროვე ცეკვას, მან უნდა გადაიხადოს დამატებითი(ნომინაციის) მონაწილეობის საფასური. თეატრალური წარმოდგენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. ყველა კომპოზიცია MP3 ფორმატით წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი ფესტივალის ორგანიზატორებთან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: geofestival2023@gmail.com. წერილში(მეილში) აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ანსამბლის დასახელება და კომპოზიციის სახელწოდება, ასევე ხელმძღვანელებმა თან უნდა იქონიონ ყველა კომპოზიცია მეხსიერების ბარათზე(ფლეშ მეხსიერების ბარათზე).
თითოეული აუდიოჩანაწერი უნდა იყოს გამოგზავნილი და შეიცავდეს ნაწარმოების სათაურს, ანსამბლის სახელს, შემსრულებლის სახელს და გვარს, ნაწარმოების ხანგრძლივობას. თქვენს განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითოთ, ნაწარმოები/კომპოზიცია უნდა დაიწყოს წერტილით თუ კულისებიდან, გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ ფესტივალის მონაწილეთა და მათი ხელმძღვანელების სახელი და გვარი. ეს სახელები დიპლომზე ინგლისურ ენაზე დაიბეჭდება. თუ შევსებულ განაცხადში რაიმე შეცდომას დაუშვებთ, თქვენი დიპლომები ხელახლა არ დაიბეჭდება!
ასევე უნდა მიუთითოთ თქვენი ტექნიკური მხარდაჭერა
(ტექნიკური რაიდერი), რა გჭირდებათ სცენაზე( მიკროფონების რაოდენობა,სკამი,განათება და ა.შ) განაცხადში მითითებული უნდა იყოს ხელმძღვანელის ან მონაწილის (ინდივიდუალური მონაწილის შემთხვევაში) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომრები (Viber, WhatsApp)!
საკონკურსო პროგრამის დროს (ვოკალური ნომრები), როგორც ვოკალურ ანსამბლებს, ასევე სოლისტებს ეკრძალებათ პლიუს ფონოგრამის გამოყენება!
საკონკურსო პროგრამის დროს ყველა მონაწილე ასრულებს სიმღერას მინუს ფონოგრამის თანხლებით. სოლისტებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩაწერილი ბექ-ვოკალი თანხლებით რომელიც არ იმეორებს მთავარ სიმღერას. დუეტებსა და ანსამბლებს შემთხვევაში ჩანაწერი უნდა იყოს ბექ-ვოკალის გარეშე.
სავალდებულოა!!!!! მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის შეერთებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები წინასწარ შეთანხმდეს ხმის ინჟინერთან!
ყველა მოთხოვნა უნდა იყოს მითითებული ტექნიკურ ინსტრუქციაში!
თითოეულმა მონაწილემ (მხატვარმა და ფოტოგრაფმა) უნდა წარმოადგინოს არაუმეტეს ორი საკონკურსო ნამუშევარი, რომელთა ზომა არ უნდა აღემატებოდეს A3 ზომას.
მხატვრების ნამუშევრების თემა თავისუფალია.
გამოყენებული ტექნიკა მრავალფეროვანია;
ფოტოგრაფების მიერ არჩეული თემა მრავალფეროვანია.

კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
კონკურსის შედეგების მიხედვით, ფესტივალის მონაწილეებს გალა კონცერტზე ვაჯილდოვებთ.
ყველა მონაწილეს ფესტივალის ორგანიზატორებისგან: “TEAM TRAVEL” და “GEO.FEST.GEORGIA” გადასცემს დიპლომებს და სუვენირებს.
ჯგუფურ და ინდივიდუალურ შემსრულებლებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჟიური შეაფასებს. საერთაშორისო ჟიური გადასცემს ფესტივალის გრან-პრის, ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის, ლაურეატების წოდებებს და გამარჯვებულის დიპლომს თითოეულ კატეგორიასა და ასაკობრივ კატეგორიაში.
ფესტივალის ორგანიზატორების სპეციალური პრიზი! მაყურებლის რჩეულის ჯილდო! ჟიურის მიერ გადაწყვეტილი სპეციალური დიპლომები და პრიზები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:
„ფესტივალის აღმოჩენა“, „სასცენო მოძრაობა“,
„ყველაზე პატარა მონაწილე“, „საუკეთესო შესრულება“ და „ ნომრის ორიგინალური შესრულება“
თუ გრან პრის ან საპრიზო ადგილების ღირსეული პრეტენდენტები არ იქნებიან, ეს ადგილები არ გაიცემა!!!
გალა კონცერტის პროგრამას ჟიურის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს რეჟისორი და საპროდიუსერო ჯგუფი.
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეცვლა შეუძლებელია !!!
გამარჯვებული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები “GEO.FEST.GEORGIA”-სა და “TEAM TRAVEL”-ისგან მრავალ შეთავაზებას მიიღებენ, რათა მონაწილეობა მიიღონ ჩვენი კომპანიისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ფესტივალებსა და კონკურსებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსის დროს გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები და გაავრცელონ ისინი.
ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან მონაწილეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა დაეთანხმოთ „კონკურსის წესებს“.
ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, შეიტანონ ცვლილებები კონკურსის პროგრამაში.
მონაწილეებს კონკურსის პროგრამაში ცვლილებების შესახებ ეცნობებათ პირადად.
გთხოვთ, კონკურსის პროგრამაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ აცნობოთ ორგანიზატორებს კონკურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.
ამის შემდეგ პროგრამა არ შეიცვლება!
მცხეთა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქია. იგი გამორჩეულია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, ქრისტიანული კულტურით, არქიტექტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. მცხეთას ხშირად საქართველოს სულიერ ცენტრს უწოდებენ, რადგან სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორია.
მცხეთა მხოლოდ ისტორიული ქალაქი არ არის. იგი საქართველოს წარსულის, ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ნაწილია. აქ სტუმრობისას ადამიანი არა მხოლოდ უძველეს ძეგლებს ათვალიერებს, არამედ ეცნობა იმ ისტორიასაც, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე, კულტურასა და ტრადიციებზე.

მცხეთა ძველი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. საუკუნეების განმავლობაში იგი ქართლის სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით, როდესაც დედაქალაქი თბილისი გახდა, მცხეთამ თავისი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა შეინარჩუნა.
მცხეთა საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული ქრისტიანული კულტურის, მწიგნობრობის, საეკლესიო ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი კერა. მისი ტაძრები და მონასტრები გვიყვება იმ ეპოქებზე, როდესაც ქართველი ოსტატები ქმნიდნენ უნიკალურ არქიტექტურულ ნიმუშებს და ამკვიდრებდნენ ქართულ მხატვრულ ტრადიციებს.
აქ სტუმრობის პერიოდში შეგიძლიათ მოუინახულოთ კულტურული მემკვუდრეობის ძეგლები:
სვეტიცხოველი მცხეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი.


ჯვრის მონასტერი მცხეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლია. იგი ქალაქის მახლობლად, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. მონასტრიდან იშლება ულამაზესი ხედი მცხეთაზე, მტკვრისა და არაგვის შესართავსა და მიმდებარე მთებზე.
სამთავროს სამონასტრო კომპლექსი მცხეთის ცენტრში მდებარეობს და საქართველოს ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მცხეთის მონახულებისას მხოლოდ ტაძრების დათვალიერებით არ უნდა შემოიფარგლოს. სტუმარმა დრო უნდა დაუთმოს ქალაქის ძველ ქუჩებსაც, სადაც ისტორიული გარემო თანამედროვე ცხოვრებას ერწყმის.
აქ შეხვდებით სუვენირების მაღაზიებს, ადგილობრივი ხელოსნების ნამუშევრებს, ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს, ჩურჩხელას, თაფლსა და ღვინის პროდუქციას. შესაძლებელია ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებაც.
მცხეთა ის ქალაქია, სადაც საქართველოს ისტორია მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ იკითხება — ის თვალწინ ცოცხლდება. სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი, ჯვრის მონასტრის სიმშვიდე, სამთავროს ისტორიული გარემო და მტკვრისა და არაგვის შესართავის სილამაზე სტუმარს ქვეყნის წარსულთან აახლოებს.
მცხეთა გვასწავლის, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ძველი შენობები არ არის. იგი ჩვენი წინაპრების რწმენის, ცოდნის, შრომის, შემოქმედებისა და ეროვნული მეხსიერების გამოხატულებაა.
1.განთავსება თელავის სასტუმროში 2 ღამე, 3 დღე. (განთავსება 3-4-5 ადგილიან ნომრებში).
2.კვება სამჯერადი.
3.ტრანსპორტირება.
4.ტრანსპორტირება ფესტივალის დროს.
5.ჯგუფური კატეგორიის საფასური.
6.უფასო ადგილი ჯგუფის ხელმძღვანელებს, 20+ 1 ადგილის განლაგების საფუძველზე.
7.დიპლომები, მადლობის და საჩუქრები ორგანიზატორებისგან ყველა მონაწილისა და ხელმძღვანელებისთვის.
დამატებითი გადასახადები:
სოლო შემსრულებლები იხდიან დამატებით საფასურს. დუეტი,ტრიო,კვარტეტი,კვინტეტი იხდის დამატებით საფასურს.
P.S.: თუ ფესტივალზე მისული ჯგუფი ავტობუსებში ნაგავს, საკონცერტო დარბაზში ჭუჭყიან გასახდელებს დატოვებს, საკონცერტო დარბაზში სახელმწიფო ქონებას დააზიანებს, ჯგუფს დაეკისრება ჯარიმა, რომელიც ზარალის ოდენობის ტოლია, რომელსაც განსაზღვრავს ავტობუსის მფლობელი, ასევე საკონცერტო დარბაზის ფასების სია, რომელსაც ჯგუფი ფესტივალზე მისვლამდე გაეცნობა.

განაცხადის წარდგენისა და გადახდის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით და ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ!
მობილური ტელეფონები: +995 557 50 12 28; +995 592 45 31 09;
Viber: +995 557 50 12 28+995 592 45 31 09;
WhatsApp: +995 557 50 12 28+995 592 45 31 09;
ელ.ფოსტა: geofestival2023@gmail.com
ჩვენი ტელეფონის ნომრები:
WhatsApp; Viber; Telegram: +995 557 50 12 28
(თამუნა - კითხვები ფასების, პროგრამის და ადგილმდებარეობის შესახებ)
WhatsApp; Viber; Telegram:+995 592 45 31 09
(ელენე-ფესტივალის პრეზიდენტი)
ელ.ფოსტა: geofestival2023@gmail.com
(განაცხადებისა და ფესტივალის ჩანაწერებისთვის, ფონოგრამები)








განაცხადის ფორმა
OLD CAPITAL 2026
თბილისი, მცხეთა, სიღნაღი
19 ნოემბერი – 24 ნოემბერი
ყურადღება!
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
საშემსრულებლო პროგრამა უნდა იყოს დამტკიცებული ფესტივალის დირექტორის მიერ.
თქვენი მუსიკალური თანხლება უნდა გაიგზავნოს geofestival2023@gmail.com-ზე და მიიტანოს ფლეშ დრაივზე ღონისძიების ადგილზე კონკურსისა და გალა კონცერტის დღეს.
ჯგუფები და სოლისტები, რომლებიც დაარღვევენ ამ წესს, არ დაიშვებიან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსის დროს გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები და გაავრცელონ აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალები.
რეჟისორები პასუხისმგებელნი არიან მონაწილეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
კონკურსში მონაწილეობის განაცხადების წარდგენა მოითხოვს კონკურსის წესდების მიღებას.
მონაწილეები საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოდიან.
წესდებაში არ არის მითითებული ყველა საკითხს კონკურსის ორგანიზატორები გადაწყვეტენ.
ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, შეიტანონ ცვლილებები კონკურსის პროგრამაში. მონაწილეებს კონკურსის პროგრამის ნებისმიერი ცვლილების შესახებ ეცნობებათ GeoFest-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე კონკურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.
კონკურსის პროგრამაში ცვლილებების შესახებ ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ კონკურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი კვირით ადრე.